Profile cover photo
Profile photo
Folk Center
30 followers
30 followers
About
Posts

Post has attachment
16 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა გოგი ქვრივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-მდე ექსპონატი, როგორც ფერწერაში ასევე ორიგინალურ ჟანრში შესრულებული ნამუშევრები.
გოგი ქვრივიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქსოვილების მხატვრული გაფორმების მიმართულებით. ის არის საქართველოს საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. გოგი ქვრივიშილი 1980 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მხატვარ-დეკორატორად.

გამოფენა გაგრძელდება 19 იანვრამდე
PhotoPhotoPhotoPhotoPhoto
1/17/18
13 Photos - View album
Add a comment...

Post has attachment
30 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფონდმა „ქართულმა გალობამ" გამართა ანსამბლ „ელესას" მეორე აუდიოალბომის წარდგენა.
„ელესა" უპირატესად ტრადიციულ აჭარულ ნიმუშებს ასრულებს. მისი შემოქმედებითი ამოცანა მშობლიური კუთხის მარგალიტების მოძიება, შესწავლა და პოპულარიზაციაა, რომლებსაც ანსამბლის წევრები საარქივო ჩანაწერებიდან და ადგილობრივი ხანდაზმული მომღერლებისგან სწავლობენ. წლების მანძილზე „ელესას" რეპერტუარში აჭარული სიმღერის არაერთი იშვიათი ვარიანტი დამკვიდრდა. მათ საშემსრულებლო სტილს, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროსთან მაქსიმალური სიახლოვე განსაზღვრავს. ამასთან, ახალგაზრდები ცდილობენ, წინაპართა დანატოვარი საკადრისად წარმოაჩინონ. აჭარულისთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო მანერასა და ხასიათს კი მათი წარმომავლობა, ფესვებთან კავშირი ბუნებრივად განაპირობებს.
ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალურ და რეგიონულ ღონისძიებებში, რადიო და ტელეპროექტებში; გამოდის ფესტივალებზე, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე; კონცერტებით მოვლილი აქვს აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, პოლონეთი, ბელარუსი, კვიპროსი და თურქეთი.
„ელესა" არის აგრეთვე „წინანდლის პრემიის" მფლობელი (2014), საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი და მესამე ადგილის პრიზიორი (2015-2016 წწ.).
PhotoPhotoPhotoPhotoPhoto
12/1/17
16 Photos - View album
Add a comment...

Post has attachment
24 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონების სალოტბარო სკოლების 2015-2017 წლების კურსდამთავრებულთა სასერტიფიკატო გამოცდა.

კომისიის შემადგენლობა: ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე (თავმჯდომარე); ცენტრის თანამშრომლები: თეონა რუხაძე, ლევან ვეშაპიძე და უჩა დვალიშვილი. გამოცდაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის ზესტაფონის ამბროლაურისა და თეთრიწყაროს სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულები, სულ - 8 მოსწავლე. მოსწავლეებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და გამომცდელთა მოწონებაც დაიმსახურეს. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები: ფოლკლორის ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის გამოცემები, ვიდეო და აუდიო ალბომები.
PhotoPhotoPhotoPhotoPhoto
11/28/17
10 Photos - View album
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...

Post has attachment
Add a comment...
Wait while more posts are being loaded