Profile cover photo
Profile photo
Crystal Jewelry
About
Posts

Post has attachment
იმისთვის რომ შეიძინოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამკაული ebay-ს აუქციონზე, ამისთვის საჭიროა რომ გაიაროთ რეგისტრაცია ამ საიტზე. იხილეთ ბმული https://reg.ebay.com/reg/PartialReg?ru= რეგისტრაცია მარტივია და სულ 2 წუთს წაგართმევთ.
სამკაულს მითითებული აქვს 2 ფასი:
“Pay now” - გადაიხადე ეხლავე. ამ შემთხვევაში თქვენ ყიდულობთ ნივთს მითითებულ ფასში და აუქციონი წყდება;
“Place bid” - ამ შემთხვევაში თქვენ გვთავაზობთ თანხას (უნდა იყოს სასტარტო ფასის ან წინა შემოთავაზებაზე მეტი), რამდენადაც თანახმა ხართ რომ შეიძინოთ ეს სამკაული.

გადახდის და მიწოდების წესები
გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ნივთის გაზავნის სერვისი არ მოქმედებს (საიტზე უნდა მიუთითოთ Pick up სერვისი). შემდეგ, თქვენ უშუალოდ უნდა მობრძანდეთ „კრისტალის“ ფილიალში, თბილისი, პეკინის 9, გადაიხადოთ ღირებულება და მიიღოთ ნივთი. აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ჩვენგან მიიღებთ წერილს ebay-ს თქვენს პირად ფოსტაზე სადაც დაზუსტდება დეტალები.
უნაღდო ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით ასევე paypal ანგარიშით.
თუ თქვენ გსურთ ნივთის უშუალოდ გატანა მაშინ უნდა მიუთითოთ Pick up სერვისი და თანხის ჩვენს ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ შეგიძლიათ ნივთის მიღება.
გაგზავნის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, ღირებულებას დაემატება ტრანსპორტირების ხარჯი. მისამართის დასაზუსტებლად, ჩვენგან მიიღებთ წერილს ebay-ს თქვენს პირად ფოსტაზე. ნივთის ტრანსპორტირება მოხდება საერთაშორისო საფოსტო კომპანია TNT-ის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე, აშშ-ში - Barami.ge-ს და USPS-ის მეშვეობით. (სხვა ქვეყნებში გაგზავნის სერვისი მოგვიანებით დაემატება).
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ - ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით ტელ: 00995 32 2365706, ან მოგვწერეთ: https://www.facebook.com/CrystalJewelryTbilisi/inbox
წარმატებას გისურვებთ! შენიშვნა: იმისთვის რომ საიტზე მონიშნოთ pick up სერვისი, საჭიროა რომ გქონდეთ ამერიკული მისამართი. ვინც უკვე სარგებლობს ამერიკიდან ამანათების ჩამოტანის სერვისით - უბრალოდ მიუთითეთ იმ კომპანიის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ. თუ ესეთი მისამართი არ გაქვთ - ქვემოთ მითითებულია რამოდენიმე ამ ტიპის კომპანიის რეგისტრაციის გვერდი https://www.barami.ge https://www.usa2georgia.com/
Photo

Post has attachment
"კრისტალის" მაღაზიათა ქსელში 20% ფასდაკლებაა ოქროს სამკაულზე! გვეწვიეთ.... ბეჭედი. #273051 ოქრო 585, 3.19გრ,ბუნებრივი საფირონები, ცირკონები. 545 ლარი. ფასდაკლებით 436 ლარი. #კრისტალი #crystal #იყიდექართული www.crystal.com.ge

Post has attachment
აქვამარინი. ერთ–ერთი ულამაზესი ძვირფასი ქვა. ალბათ იცით რომ აქვამარინი და ზურმუხტი ერთიდაიგივე მინერალია – ბერილი. მათ ფერს აქცესორული მინარევები განაპირობებენ. ამ ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან: მორგანიტი – ვარდისფერი ბერილი, ბიგსბიტი – წითელი,ჰელიოდორი – ყვითელი.
Photo

Post has attachment
ბერილის სხვადასხვა სახეობა: მწვანე - ზურმუხტი, ცისფერი - აქვამარინი, ყვითელი - ჰელიოდორი, ვარდისფერი - მორგანიტი, წითელი - ბიქსბიტი.
Photo

Post has attachment
რა უნდა ვიცოდეთ ბრილიანტების შესახებ!
4C (წონა, ფერი, სისუფთავე და სიმეტრია). მხოლოდ ეს 4 პარამეტრი განსაზღვრავს ბრილიანტის ფასს და არა მისი "რუსულობა" ან "აფრიკელობა". ყველა საბადოშია კარგი და დაბალი ხარისხის ალმასები. ასე რომ ბრილიანტიანი სამკაულის ყიდვისას, ნუ მიაქცევთ გამყიდველის მონათხრობ ზრაპრებს ყურადღებას და მოიმარჯვეთ ლუპა, ან სთხოვეთ მას ვისაც ამის გაკეთება შეუძლია!
Photo

Post has attachment
ამეთვისტო -კვარცის ნაირსახეობაა. იგი სხვადასხვა ტონალობის იასამნისფერია.ამეთვისტო ბუნებაში კრისტალების სახით მოიპოვება.

ეს ქვა სიმშვიდის,გულწრფელობის,თავმდაბლობის და სულიერი სიძლიერის სიმბოლოა!

უძველეს ეგვიპტეში ამეთვისტოს იყენებდნენ შიშის და სისუსტის დაძლევაში ასევე ბოროტი ძალებისაგან დასაცავი თილისმაც იყო. საინტერესოა ისიც, რომ მკურნალები ყოველთვის ატარებდნენ ამეთვისტოს გულსაკიდებს, რადგან ითვლებოდა, რომ მას სამკურნალო თვისებებიც ქონდა
Photo

ტურმალინი-ოქტომბრის თვის ქვა,
ბუნებაში კრისტალის სახით მოიპოვება და ასიმეტრიული ფორმა აქვს.
ტურმალინის შეფერილობა დამოკიდებულია სხვადასხვა ელემენტის შემცველობაზე კრისტალში. მაგალითად რკინით მდიდარი ტურმალინი შავიდან მუქ ყავისფრამდეა, მაგნიუმით-ყავისფერიდან ყვითლამდე ,ხოლო ლითიუმით მდიდარი ტურმალინი თიქმის ყველა ფერში გვხვდება.
ტურმალინის კრისტალი შერეული
ფერებითაც გვხვდებ

Post has attachment
ნიშნობის ბეჭედის ტრადიციას საფუძველი ეყრება 1477 წლიდან.გერმანიის იმპერატორმა მაქსიმილიანე 1-მა,თავის რჩეულს სიყვარულის და ერთგულების ნიშნად გადასცა ბრილიანტებით შემკული ოქროს რგოლი


უძველეს კულტურაში სწამდათ,რომ მარცხენა ხელის მესამე თითზე გადიოდა ვენა -vena amoris,იგივე სიყვარულის ვენა ,რომელიც პირდაპირ გულს უკავშირდებოდა.
ნიშნობის ბეჭედში გამოყენებული ბრილიანტის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ფორმაა მისი მრგვალი ჭრა.რაც შეეხება ძვირფას მეტალს, თეთრი ოქრო ან პლატინა.
დეკემბერი ნიშნობისთვის ყველაზე პოპულარული თვეა.
De beers platinum - დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედია,მისი ღირებულებაა 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი.ბრილიანტის ზომა 9 კარატი.
Photo

Post has attachment
ალბათ ბევრმა არ იცის რომ ლალი და საფირონი ერთიდაიგივე მინერალია. მათ მხოლოდ ფერი განასხვავებს, რაც აქცესორული მინერალებით არის გამოწვეული. საფირონში TI (ტიტანი) და FE (რკინა), ხოლო ლალში – Cr (ქრომი).


თავად საფირონი გახლავთ მინერალი კორუნდი (ალუმინის ოქსიდი) Al2O3. მინერალოგიაში საფირონი, მხოლოდ ლურჯი ფერის კორუნდებს ეწოდება. რაც შეეხება საიუველირო დარგში – გარდა ლალისა, ყველა სხვა ფერის კორუნდი (მათ შორის უფერო ლეიკოსაფირი), საფირონად მოიხსენიება.

ხელოვნური ლალი პირველად 1904 წელს ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდა ფრანგმა ფიზიკოსმა Auguste Verneuil. ამ მეთოდს დღესაც ვერნეილის მეთოდი ეწოდება. ხელოვნურ ლალს (იგივე კორუნდს) ფართოდ გამოიყენებენ საათების და საიუველირო წარმოებაში, ასევე კვანტურ ელექტრონიკაში და სხვ.
Photo

Post has attachment
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ბრილიანტი ეწოდება ალმასის მინერალს, რომელიც დაწახნაგებულია გარკვეული პარამეტრებით. ის უნდა იყოს მრგვალი და გააჩნდეს 57 წახნაგი.



როგორ და რა კრიტერიუმებით ფასდება ბრილიანტი (ალმასი), რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის რომ მოტყუებული არ დავრჩეთ?

ერთ მარტივ ხერხს გასწავლით! დაიმახსოვრეთ 4C. ეს არის Cut, Color, Clarity, and Carat weight. ანუ: დაწახნაგება, ფერი, სისუფთავე და წონა. მხოლოდ ეს 4 პარამეტრი განსაზღვრავს ბრილიანტის (და რა თქმა უნდა სხვა დაწახნაგების ალმასების) ღირებულებას და სხვა არაფერი!

უნდა იცოდეთ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ქვეყნიდან არის ქვა (ალბათ ხშირად გაგიგიათ – “ეს რუსულია და ამიტომ კარგია”). ალმასების მოპოვების, მათი დამუშავების და რეალიზაციის მსოფლიო ინდუსტრია საკმაოდ სპეციფიურია. იგივე რუსეთში თქვენ შეიძლება შეიძინოთ ბრილიანტი, რომელიც შეიძლება სამხრეთ აფრიკაში იყოს მოპოვებული, ან ეგვიპტეში იყიდოთ იაკუტიაში მოპოვებული ალმასისგან დაწახნაგებული ქვა.

ასე რომ დაიმახსოვრეთ 4C, 4პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ალმასის ღირებულებას!

Photo
Wait while more posts are being loaded