Profile cover photo
Profile photo
R Lenon
About
R's posts

Public
მე 20 წლის, 4 თვის და 18 დღის ვარ და ამ დროის განმავლობაში არცერთხელ არ მდომებია ასე ძალიან წერა. ალბათ ამინდის ბრალია ან არ ვიცი უბრალოდ მე მგონია ასე და მიზეზი სულ სხვა რამაა. ვწერ არაგრამატიკულად, ბევრი შეცდომით და სასვენ ნიშნებსაც სავარაუდოდ უადგილო ადგილას ვსვამ, მაგრამ ეს სულაც არაა მთავარი. მთავარი ისაა რაც ახლა ჩემს თავს ხდება, რაც შიგნიდან მოდის, გულიდან, გონებიდან. პირველი წინადადებიდან ჩანს რომ უკვე" დიდი" ვარ, მაგრამ ვხვდები რომ ასაკი არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ადამიანი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. მე ისევ ისეთი ბავშვი ვარ როგორც ალბათ 4 ან 5 წლის წინ. სულ უბრალო რამ, უბრალო სიკეთე, სიყვარულის გამოხატვა და სითბო მახარებს და მწყინს ძალიან მარტივი რაღაცეები, მაგრამ საბედნიეროდ მაქვს დადებითი თვისებები ბევრ უარყოფითთან ერთად და წყენა მალევე მავიწყდება და ისევ ისეთი სიყვარულის თვალებით ვუყურებ ყველას და მათგანაც სიყვარულს ვითხოვ. ასე მგონია დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, არა იმიტომ რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი, განებივრებული ვარ, ან არაფერი მაკლია, რაც მინდა. არა, ეს სულაც არ არის ასე, უბრალოდ მე მყავს მშობლები, დედა_რომელიც ჩემთვის ღმერთია და მასზე დიდი სალოცავი არავინ და არაფერია ჩემთვის. მამა- რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი ჩემს გამო, ერთადერთი მამაკაცი რომელიც ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს რომ ბედნიერი ვიყო და მისთვის ყოველთვის ბავშვად დავრჩები რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მყავს ძმა (სიყვარული), და-რომელმაც ერთი ბედნიერება უკვე მაჩუქა (საბა_ჩემი დისშვილი და ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი), მეორე ბედნიერებას კი ძალიან მალე ოქტომბრის თვეში მაჩუქებს და ეს თვე კიდევ უფრო შემიყვარდება. მყავს ძალიან ბევრი ნამდვილი მაგობარი, არანამდვილიც ალბათ ბევრია, მაგრამ ნამდვილები ყოველთვის ახერხებენ დამანახონ ისინი. და ეს ყველაფერ cუდს აფერმკრთალებს. მეგობრები- რამდენი რამის დაწერა შეიძლება მათზე, მაგრამ ახლა ვერაფერს ვწერ რადგან სიტყვები არ მყოფნის იმ დიდი სიყვარულის გამოსახატავად, რასაც მათ მიმართ ვგრძნობ, ვერ გამოვხატავ იმ ემოციებს, რასაც ისინი განმაცდევინებენ, უბრალოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მათი არსებობა მაბედნიერებს და ამ სიტყვებში ბევრი ამოიცნოbს საკუთარ თავს, თქვენ ჩემი სიმდიდრე ხართ.... შეიძლება ბევრს გაუკვირდეს ახლა რასაც დავწერ მაგრამ, ეს ასეა და ეს კიდევ უფრო მდიდარ ადამიანად მხდის, მე შეყვარებული ვარ, ანუ მე ცოცხალი ვარ, მე ადამიანი ვარ და გამაჩნია გრძნობები. მიყვარს სამყარო, პლანეტა დედამიწა და ყველა დედამიწელი,მიუხედავად იმისა იმსახურებენ ისინი ამას თუ არა.მე ბედნიერი ვარ და მინდა გავაბედნიერო სხვაც. და ბოლოს ჩემი საყვარელი წიგნიდან გამოვიყენებ ფრაზას: "დედამიწას სიყვარული ატრიალებს." გვიყვარდეს ერთმანეთი და მივცეთ ჩვენს პლაეტას ბრუნვის საშუალება. და კიდევ ერთხელ მე თქვენ მიყვარხართ.
სიყვარულით თქვენი Rusudan Khonelidze <3 !!!

#nbavote  Zaza pachulia

#nbavote  zaza pachulia

Post has attachment

Post has attachment

Post has attachment
Wait while more posts are being loaded