Profile

Cover photo
საქართველოს პროკურატურა
16 followers|7,373 views
AboutPostsPhotosYouTube

Stream

 
პროკურატურის გადაწყვეტილებით 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანები დაუბრუნდებათ

  საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახემწიფო ბალანსზე რიცხული 13 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.
  ჩატარებული გამოძიების შედეგად გახსნილია 2012 წლამდე მომხდარი მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 6 ფაქტი და მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. 
  კერძოდ, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც ხსენებული უწყება სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას.
 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შსს გენერალურ ინსპექციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: ზურაბ დოლაკიძე, გიორგი საყვარელიძე, ალექსანდრე ქარდავა და გოშქარ ჩაილიევი. შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯონი ოთარაშვილმა თავისთან დაიბარა ბრალდებულის ოჯახის წევრები: ნინო ლილუაშვილი, ნუნუ ორდენიძე, ზურაბ ქარდავა, შაფაკ პოპოვი და ,,საქმის მოგვარების“ სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.
 ამასთან, მოქალაქეთა მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა/მანქანების ჩუქების ფაქტის შენიღბვის მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ მოფიქრებულ იქნა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაიბარეს ,,ტოიოტა ცენტრში“, სადაც ჯონი ოთარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძის სახელით მოქალაქეებს შეასყიდინეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული ,,ტოიოტა ჰაილუქსი“ და 30 000 დოლარის ღირებულების ,,ტოიოტა კამრი“, რომლებიც შემდგომში ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.
     აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი და განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა და მათი სახელმწიფოზე იძულებით ჩუქება იყო შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის პირდაპირი დავალება, რაც მათ წარმატებით შეასრულეს. 
   ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ გიორგი შავდიას ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით შეასყიდინა 9900 დოლარად ღირებული „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დაზარალებულმა მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რის შემდეგაც გიორგი შავდიამ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
        დანაშაულში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს შსს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, 2010 წლის ნოემბერში, მოქალაქე დავით პაპოშვილმა, მისი ახლობლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 50 000 დოლარად შეიძინა 2 ერთეული ,,ტოიოტა ქამრი“ და აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რითაც კახეთის სამხარეო პოლიცია სარგებლობდა.
        გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. 
       ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ექვსივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 10 დაზარალებულის დარღვეული უფლება, რომელთაც პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი  13 ა/მანქანა (9 ერთეული,,ტოიოტა ჰაილუქსი“, 3 ერთეული ,,ტოიოტა ქამრი“ და 1 ,,ტოიოტა კოროლა“). 
 ·  Translate
1
Add a comment...
 
მაგდა პაპიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
2015 წლის 22 დეკემბერს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მაგდა პაპიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას.
 
 ·  Translate
1
Add a comment...
 
პროკურატურის განცხადება ნ. ჯღარკავას საჩივართან დაკავშირებით
2015 წლის 24 ოქტომბერს მოქალაქე ნინო ჯღარკავამ განცხადებით მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავის 2’’-ის ეთერით, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ვრცელდებოდა მისი და ვლადიმერ ბედუკაძის სახელით განხორციელებული  ყალბი მიმოწერა „ფეისბუქ“-ის საშუალებით ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მის „ფეისბუქი“-ს პროფილზე უკანონო წვდომას. 
იმისათვის, რათა დადგენილიყო, განცხადებასა და წარმოდგენილ მასალებში იკვეთებოდა თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გამოიკითხნენ ხსენებულ ფაქტთან კავშირში მყოფი პირები. შედეგად დადგინდა,  რომ ტელევიზიით გასული ხსენებულ პირებს შორის მიმოწერა არის ყალბი და ამის დადგენა სრულიად მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, კერძოდ:
მიმოწერა წარმოდგენილია ე.წ. „ფეისბუქი“-ს ,,სქრინშოთების’’ ანუ ფოტოების სახით. მიმოწერასთან მოცემულია მხოლოდ საათი და არსად ჩანს მიმოწერის თარიღი, რაც ხდება  მხოლოდ მაშინ  როდესაც ე.წ. ,,სქრინშოთები’’ იქმნება მიმოწერის განხორციელების დღეს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საათთან ერთად მოცემული უნდა იყოს თარიღიც. გარდა ამისა, ხსენებულ „სქრინშოთებზე“, „ფეისბუქის“ გვერდის მარჯვენა მხარეს მითითებულია წელი - 2012, ანუ სქრინშოთი შექმნილი უნდა იყოს 2012 წელს და უშუალოდ მიმოწერის განხორციელების დღეს, რაც არ დასტურდება. 
ამავე სქრინშოთზე ერთ-ერთ მეგობრობის შემოთავაზებაში ფიგურირებს მომხმარებელი „Nikoloz Xucishvili”. მისი პროფილის გახსნისა და დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პროფილი შექმნილია 2014 წელს და ის 2012 წელს არ არსებობდა, რაც შეეხება პროფილზე განთავსებულ ფოტოს - იგი გადაღებულია 2014 წელს, რაც დასტურდება სურათზე გამოსახული პიროვნების გამოკითხვით.  ასევე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ყალბი სქრინშოტი შექმნილია 2014 წლის 12 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, ვინაიდან სწორედ ამ დღეს აიტვირთა „Nikoloz Xucishvili”-ს პროფილზე ის ფოტო, რომელიც ფიგურირებს გადაცემა „განსხვავებული აქცენტებში“ გავრცელებულ „სქრინშოთზე“, რაც თავის მხრივ  ემთხვევა გამოკითხული ჟურნალისტის ლაშა ბერულავას მიერ მითითებულ თარიღს, რომ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს მისთვის უცხო პიროვნებისაგან ჩაუვარდა ხელში ეს მასალა. ანალოგიური ვითარებაა „სქრინშოთზე“ მოცემულ კიდევ ერთი მომხმარებლის - „Toni Montana”-ს პროფილთან მიმართებაშიც, რომელიც ასევე შექმნილია 2014 წელს. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით უტყუარად დგინდება, რომ ტელევიზიით გავრცელებული 2012 წლით დათარიღებული მიმოწერა „სქრინშოთები“-ს სახით არის ყალბი.
აღნიშნული გარემოება თავისუფლად შეიძლება გადამოწმდეს ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელის მიერ და ამას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ცოდნა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გადაცემა „განსხვავებული აქცენტები“-ს წამყვანის ეკა კვესიტაძის თქმით, მის გადაცემაში გასული მიმოწერა უნდა იყოს „სავარაუდოდ“ 2012 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებული. ამ პერიოდში კი, ჯღარკავასა და ბედუკაძის განცხადებით, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, რაც დაადასტურეს სხვა გამოკითხულმა პირებმაც. ასევე, ნინო ჯღარკავამ და ვლადიმერ ბედუკაძემ დაადასტურეს 2012 წლის 30 ოქტომბრიდან „ფეისბუკი“-ს საშუალებით მათ შორის მიმოწერის არსებობის ფაქტი, თუმცა განმარტეს, რომ რეალური მიმოწერა ატარებდა სულ სხვაგვარ შინაარსს და ,,განსხვავებულ აქცენტებში’’ გასულ მიმოწერასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, რაც დადასტურდა მათ შორის „ფეისბუკი“-ს საშუალებით რეალურად არსებული მიმოწერის დათვალიერებით.
დანაშაულის ნიშნების არსებობის გადამოწმების შემდგომ პროკურატურის მიერ მოხდა ფაქტის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ „ფეისბუქ“ მიმოწერა ცალსახად  გაყალბებულია და რეალურად ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია, არ მომხდარა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, ვინაიდან არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები გამოძიება ამ ფაქტზე  ვერ დაიწყება. ამასთანვე „ფეისბუქ“ მიმოწერა „სქრინშოთები“-ს სახით არ არის ოფიციალური დოკუმენტი, შესაბამისად არ არის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც, რაც გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებას.
შესაძლებელია გაყალბებული მიმოწერა შეიცავდეს ამა თუ იმ პირის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას, თუმცა ამ კატეგორიის დავა განეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივ სფეროს და სცილდება პროკურატურის კომპეტენციას. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.
 ·  Translate
1
Add a comment...
Have them in circles
16 people
giga abuladze - გიგა აბულაძე georgia's profile photo
REVAZ RIZHAMADZE (რევაზ რიჟამაძე)'s profile photo
reguli print's profile photo
Luka Gamkrelidze's profile photo
Zaal Sarajishvili's profile photo
Kaushik Thakkar's profile photo
Nino Basiladze's profile photo
Ạni odzelashvili's profile photo
temo gunava's profile photo
 
მთავარი პროკურატურის განცხადება გ.ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით

2015 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი.
მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე - დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 
 ·  Translate
1
Add a comment...
 
ი.მერაბიშვილი და ზ.ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ, კერძო საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილია 2004 წელს მომხდარი სისტემური დანაშაული, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, აჭარის ა/რ უშიშროების სამსახური და ეროვნული ბანკი. 
მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ პროცესს კი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
გაგაცნობთ გამოძიებით დადგენილ იმ დანაშაულებრივ სქემას, რითაც მოქმედებდნენ ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევისას, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა. კერძოდ, 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით,  ქ. ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, მათ შორის აჭარის ა.რ უშიშროების მინისტრი აკაკი ცინცაძე და აჭარის ა.რ. პროკურორი გივი პაპუაშვილი. თათბირზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლები.
თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები დაკავშირებული იყვნენ აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რის გამოც აუცილებელი იყო  ბანკის  მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო  მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს.  
ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ეროვნული ბანკისა და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლებს და ,,საზღვაო ბანკის“ ლიკვიდატორებს უნდა შეედგინათ სიები კრედიტორების და მათ მიერ დასაფარი თანხების თაობაზე, აჭარის უშიშროების სამსახურს უნდა მოეპოვებინა ცნობები მსესხებლების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და ეს ინფორმაცია გადაეგზავნათ პროკურატურაში, მათ შორის პირადად ზურაბ ადეიშვილთან, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს კი სამართალდამცავ ორგანოში უნდა დაებარებინათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მსესხებლები და ნებისმიერი ფორმით მათგან მოეთხოვათ ბანკიდან აღებული კრედიტების უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებით დადგენილი კრედიტის დაფარვის ვადა არ იყო ამოწურული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი. 
ხსენებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც. 
აქედან გამომდინარე, გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძვნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ხსენებული ღვინის ქარხნის აქციების 89.060 %, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინსვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას. 
აჭარის ა.რ. პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შეუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.
აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ  სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუა ღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „რთველი XXI“-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს.
ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით. 
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდეთ რამოდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.
 ·  Translate
1
Add a comment...
 
სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციაში“ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 2006 წლის 2 მაისს ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას„ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. კერძოდ:
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა -  დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.
 შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე - დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად დაენიშნა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წელი.
შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი - დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად  დაენიშნა  8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი.
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე - დამნაშავედ იქნა ცნობილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი.
 შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე - დამნაშავედ იქნა ცნობილი უკანონო დაკავებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად  დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ირაკლი ფირცხალავა გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 25-ე, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, გიორგი ცააძე გამართლდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში - მკვლელობა ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 369-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.
გამამართლებელ და ასევე დანიშნული სასჯელის ნაწილში  განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ.   
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში შეიკრიბა 30 ტომი სისხლის სამართლის საქმის მასალა და მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევასაც სასამართლომ დაუთმო თითქმის 4 თვე. პროკურატურის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურდა რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ კორტების სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო დანაშაულის აღკვეთასა და დამნაშავის შეპყრობასთან, რადგან ეს იყო დანაშაულთან ბრძოლისას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სახელით შენიღბული მაღალი თანამდებობის პირების მიერ, პირადი ანგარიშსწორების მოტივით ჩადენილი სასტიკი მკვლელობა.
 ·  Translate
1
Add a comment...
People
Have them in circles
16 people
giga abuladze - გიგა აბულაძე georgia's profile photo
REVAZ RIZHAMADZE (რევაზ რიჟამაძე)'s profile photo
reguli print's profile photo
Luka Gamkrelidze's profile photo
Zaal Sarajishvili's profile photo
Kaushik Thakkar's profile photo
Nino Basiladze's profile photo
Ạni odzelashvili's profile photo
temo gunava's profile photo
Basic Information
Gender
Decline to State