საკასო ცენტრის გახსნა - 15.06.2012 
ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საკასო ცენტრი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესს მაღალტექნოლოგიური პროგრამებით განახორციელებს, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანი სისტემით აკონტროლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა. გარდა ამისა მაქსიმალურად გაუმჯობესდება და დაიხვეწება მიმოქცევიდან მოძველებული და ყალბი ფულის ამოღების პროცესი, ასევე სრულიად შეიცვლება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა საკასო ოპერაციებთან დაკავშირებული პერსონალის შრომის პირობებიც. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობის პროექტის ავტორები ქართველი არქიტექტორები არიან. მშენებლობა რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სრულიად განსხვავებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოაგდენს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის თანამშრომლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
Translate
2