Profile cover photo
Profile photo
Beka Sukhitashvili
474 followers
474 followers
About
Beka's posts

Post has attachment
დამერწმუნეთ, დინამოს სტადიონის ქვეშ, მთელი ის დრო, მცირე ისლნადიური აურა სუფევდა, თავისი ფიორდებით და გაშლილი ველებით. ვულკანების და გეიზერების გარეშე, რადგან სოლეი, რომელიღაც მშვიდ, უჩუმარ, ფრთხილ მინდვრის სულს გავდა. სიმღერებს შორის გველაპარაკებოდა, ხუმრობდა, გვაცინებდა, ნოტები ეშლებოდა, თავიდან იწყებდა დაკვრას და ძალიან ცდილობდა კარგად გამოეთქვა "მადლობა", მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

Post has attachment
ამასაც მოვესწარი <3 

Post has attachment

Post has attachment
ჩემი სხეული - არჩევანის ბრძოლებია. მე ვირჩევ, როდის დავასრულო ის ან როდის დავასრულო მასში წარმოშობილი სხვა სხეული. მე ვირჩევ, იქნება ის შიშველი თუ დაფარული, თმიანი თუ ბალნიანი, დახვრეტილი თუ ნახვრეტებდაცული, სქესიანი თუ უსქესო, ჭუჭყიანი თუ გასუფთავებული, ერთ სხეულთან გაზიარებული თუ უამრავთან, ნაზიარები თუ უზიარებო, თმაგაშლილი თუ თმადაფარული, ფერებით მოხატული თუ ერთფერა, ნამარხულები თუ უმარხულო, ხორცისმჭამელი თუ მობალახე, მდუმარე თუ მოლაქლაქე, შორსმჭვრეტელი თუ ადვილცანცარა.

Post has attachment

Post has attachment
1983 წელს, ამერიკაში შიდსის კრიზისის დროს, ამერიკის საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაციამ (FDA) სამუდამო ბანი დაადო გეი და ბისექსუალი ადამიანების სისხლის დონაციას. 30 წლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში, FDA-მ შეცვალა კანონი და მისცა უფლება სისხლის ჩაბარებაზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ ადამიანებს ჩაბარებამდე ერთი წლის განმავლობაში, სექსი არ ექნებოდათ. ამ დროს, ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ეს წესი არ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან შიდსის გავრცელებაც რისკფაქტორია. UCLA Williams Institute-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ამ აკრძალვის გამო, მილიონობით ადამიანი იღუპება ყოველწლიურად სისხლის ნაკლებობის გამო.

Post has attachment
სისხლი, როგორც ხელოვნება

Post has attachment
რას ვიფიქრებდი?

Post has attachment

Post has attachment
პორნოგრაფიული ელფერი დაიკიჩის ფოტოებში იმდენადვეა, რამდენადაც მისტიური. ზოგ მათგანში, ქალები გრძნეულებს გვანან, რომლებიც მზად არიან სხვადასხვა მისტიური რიტუალის ჩასატარებლად. თითქოს, პარალელური სამყაროდან დროებით გადმოსული ალქაჯები იყვნენ, რომლებიც ამანოს საშუალებას აძლევენ, ფოტოზე აღბეჭდოს და მერე, სწრაფადვე გაუჩინარდებიან.
Wait while more posts are being loaded